ტაივანი

ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი ლი თენგ-ხუეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლი თენგ-ხუეი
Yahoo

ტაივანის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ლი თენგ-ხუეი 97 წლის ასაკში თაიფეიში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის 1996 წელს აირჩიეს ტაივანის პრეზიდენტად, მას შემდეგ, რაც სამხედრო მმართველობა დასრულდა. მანამდე,  1988 წლიდან მას პრეზიდენტ ჩინაგ ჩინგ-ქუოს გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი ეკავა.

"დაუფასებელია ექსპრეზიდენტი ლის ღვაწლი და ვერავინ დაიკავებს მის ადგილს ტაივანის დემოკრატიზაციის განვითარებაში. მისი გარდაცვალება ტაივანისთვის დიდი დანაკარგია," - წერს ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის ადმინისტრაცია. 

მის პრეზიდენტად არჩევას ტაივანელი ამომრჩევლის დასაშინებლად თვეების განმავლობაში ტაივანის წყლებთან ჩინეთის მიერ სარაკეტო გამოცდები მოჰყვა.

ლი თენგ-ხუეი, რომელიც ნაციონალისტური გომინდანის პარტიიდან იყო, დიდი ხნის განმავლობაში ადვოკატირებას უწევდა ტაივანის დემოკრატიზაციას.

ლი დაიბადა ტაივანში იაპონიის კოლონიური მმართველობის დროს. ის პოლიტიკაში გომინდანის პარტიაში 1984 წლიდან ექსრეზიდენტის ჩინაგ ჩინგ-ქუოს დროს შევიდა.

ლი თენგ-ხუეი ეწინააღმდეგებოდა ჩინეთის მცდელობებს, კონტროლი დაემყარებინა კუნძულზე და იმედოვნებდა, რომ ტაივანი "დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების ღირსეული ქვეყანა" იქნებოდა. ის "ჩინური თაიფეის" სახელით ცდილობდა ტაივანისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. 1998 წელს მან ჩინეთთან ახალი მიდგომა სცადა, რომ მათი ურთიერთობა იმგვარად წარმართულიყო, როგორც "ორ სახელმწიფოს შეეფერება". ის იყო პირველი ტაივანელი პრეზიდენტი, რომელიც ამერიკას ეწვია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღესაც ნებით ან ძალით "დაიბრუნებს" მას.

 

კომენტარები