საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 171 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 947 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა.
პირველი აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 207 აქტიური შემთხვევაა.