პირველ აგვისტოს გერმანიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ბერლინის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეები ამბობენ, რომ შეზღუდვები მათ უფლებებს და თავისუფლებებს არღვევს.
მომიტინგეები ბერლინის ქუჩებში ცეკვავდნენ და Queen-ის "We Will Rock You" მღეროდნენ. აქციის ზოგ მონაწილეს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით "ჩვენ ვხმაურობთ, რადგან თქვენ ჩვენს თავისუფლებას იპარავთ".
პოლიციის შეფასებით, აქციაში დაახლოებით 15 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვენ ლიბერტარიანელები, კონსტიტუციის ერთგული პირები, ასევე იყნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის მიღმა არსებული მეცნიერების სკეპტიკოსები. აქციაში მონაწილობას იღებდა ულტრამემარჯვენეების მცირე ნაწილიც.
ზოგს ასევე ეჭირა ბანერი, სადაც ეწერა: "იფიქრე! პირბადე არ გაიკეთო!"
ამჟამინდელი მონაცემებით, გერმანიაში ახალი ვირუსი 210 665 ადამიანს დაუდასტურდა, 9 224 გარდაიცვალა.
31 ივლისს ახალი ვირუსი 1012 პირს დაუდასტურდა და 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში თავდაპირველად ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდა შეაკავეს, თუმცა ახლა ინფიცირების რიცხვი ხელახლა იზრდება.
გერმანიაში ძირითადად იცავენ ზომებს, რაც მოიცავს მაღაზიებში პირბადეების ტარებას, მთავრობამ ცოტა ხნის წინ არდადეგებიდან მაღალი რისკის ადგილებიდან დაბრუნებული პირებისთვის სავალდებულო ტესტირება დააწესა.