ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
"ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად" - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ "ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და მომავალი".
მან კოლეგა პარტიებს მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა, აღნიშნა, რომ მზად არის პატიოსანი კონკურენციისთვის.