არჩევნები 2020

ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა - სია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია დღეს, 3 აგვისტოს, 9 აპრილის ბაღში გაიმართა. პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნები არის არა პარტიების ბრძოლა, არამედ, ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის. მისი თქმით, ევროპულ საქართველოს სამი პრიორიტეტი აქვს: მოსახლეობის კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია. ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

რეგიონებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან:

  • ზუგდიდი - გიგი უგულავა, პარტიის გენერალური მდივანი;
  • ფოთი, ხობი, სენაკი - გიგა ბოკერია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე;
  • ქუთაისის ოლქი - ოთო კახიძე, მოქმედი დეპუტატი;
  • რუსთავის ოლქი - ირმა ნადირაშვილი, მოქმედი დეპუტატი;
  • აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს ოლქი - ლელა ქებურია;
  • მარნეულის და გარდაბნის ოლქი - აჰმედ იმამკულიევი;
  • სამტრედია, წყალტუბოს, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები - აკაკი ბობოხიძე;
  • საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქი - სერგო რატიანი, მოქმედი დეპუტატი.
  • ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის ოლქი - გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი;
  • ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქი - არსენ კარაპეტიანი;
  • ხულო, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის ოლქი - ტარიელ ნაკაიძე;
  • ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქი - ხათუნა გოგორიშვილი;
  • თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის ოლქი - ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქი - გიორგი ღვინიაშვილი.

გარდა ამისა, თბილისში, ვაკის ოლქში ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარია იყრის კენჭს, ხოლო მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი ვახტანგ კალოიანი იქნება, ხოლო ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი - თემურ კახიძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები