თოფაძე ჟვანიაზე: 3 ვაჟი და 1 გოგო იყვნენ, ყავას სვამდნენ, ამოვიდა ეს ბატონი და ატეხა ამბავი

რუსთავი2

ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გოგი თოფაძე, თავისი შვილიშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ოთახი, სადაც ეს ფაქტი მოხდა სისხლით არის მოსვრილი. მისი თქმით, ფაქტს მისი ცოლიც შეესწრო, რომელსაც "კინაღამ დანა მოხვდა".

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის საქართველოს ყოფლი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

"ოთახი, ბინა, სადაც მოხდა ეს ტრაგედია სისხლშია სულ კედლები, იატაკი და ყველაფერი. ვუთხარი, რომ იქ ცხოვრობს ჩემი შვილიშვილი და ოჯახის წევრები, ამიტომ უნდა გავწმინდოთ ეს ყველაფერი. ორი დღე დაგვაცადეთ, ის გოგონაც უნდა დაკითხონ, შეიძლება კიდევ ერთი ბიჭი დაკითხონ. იქ იყო სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხნი იყვნენ, ყავას სვამდნენ, როდესაც ამოვიდა ეს ბატონი და ატეხა ეს ამბავი. ჩემს მეუღლეს კინაღამ მოხვდა დანა. მან როდესაც გაიგო ეს ამბავი, ამოვარდა და უკვე დაჭრილი იყო ჩემი შვილიშვილი, აშველებდა და კინაღამ მას მოხვდა დანა". - ამბობს თოფაძე. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

თოფაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები