დაჭრა თბილისში

ნინო ჟვანია: სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა მგონია, ასეთს

0 კომენტარი
ნინო ჟვანია ფოტო: ფორმულა

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ბუსა ჟვანიას დედა, ნინო ქადაგიძე-ჟვანია საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს. ნინო ქადაგიძე-ჟვანია ბოდიშს უხდის დაზარალებულის ოჯახს. დაკავებულის დედის თქმით, მას ობიექტური გამოძიების იმედი აქვს, მაგრამ ბუსა ჟვანიასთვის ბრალის დამძიმებას არ ეთანხმება.

"მთავარი ჩემთვის იყო, რომ ბავშვი გადარჩა. ჯანმრთელად არის და ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს.

მეორე არის ის, რომ მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ უარესი არა, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი რომ მე დამმართნოდა ეს.

მესამე მინდა ვთქვა ის, რომ პასუხისმგებლობას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. მიმდინარეობს გამოძიება და იცით თქვენ, რომ ჯერ ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით ყველა. ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა ის, რომ დაუმძიმეს ბრალი, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა მგონია, ასეთს". – ამბობს ბუსა ჟვანიას დედა ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

ბუსა ჟვანიას გუშინ, 3 აგვისტოს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები