ლევან თოფაძის მკვლელობის მცდელობის საქმე

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: თოფაძეებთან მოსალაპარაკებლად კი არა, ბოდიშის მოსახდელად ვრეკავდი

0 კომენტარი
ფოტო: primetimenews.ge

"მოსალაპარაკებლად კი არა, ბოდიშის მოსახდელად ვრეკავდი, ბოდიშის, ეს არის მთავარი ჩემთვის" - ასე უპასუხა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ კითხვას, დაჭრილი ლევან თოფაძის ოჯახში მოსალაპარაკებლად ხომ არ ცდილობდა დარეკვას.

"მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ უარესი არა, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს" - ამბობს ის.

ნინო ქადაგიძე-ჟვანიას იმედი აქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

"თუმცა ის, რომ დაუმძიმეს ბრალი, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა მგონია, ასეთს". – ამბობს ბუსა ჟვანიას დედა.

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები