ცოტნე გამსახურდიას საქმე

გამსახურდია: ცოტნეს გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის

"გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის" -საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს და ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

"გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან... ეს ფოტოც, რომელიც რამდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს. გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება" - წერს გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს მძიმედ დაჭრეს. მას თბილისში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, თურქეთის კლინიკაში, ხოლო მოგვიანებით, გერმანიაში გადაიყვანეს. 

კომენტარები