აფეთქება ლიბანში

ბეირუთში აფეთქების შედეგად 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

0 კომენტარი

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტში მდებარე საწყობში მძლავრი აფეთქების შედეგად 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ბეირუთის გუბერნატორის, მარვან აბოუდის თქმით, ზარალის ღირებულება 3-დან 5 მილიარდ აშშ დოლარამდეა.

მან განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს, რათა ამ ადამიანებს თავშესაფარი, საკვები და წყალი მიაწოდონ. 

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუონმა თქვა, რომ ქვეყანაში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. 

ძლიერი აფეთქების შედეგად, ამჟამინდელი ინფორმაციით, დაახლოებით 4000 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა, სულ მცირე, 100 ადამიანი. 

აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. სავარაუდოდ, აფეთქება საწყობში შენახულ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატს უკავშირდება, რომელიც მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2013 წელს ამოიღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები