არჩევნები 2020

გია ვოლსკი: მტერი უნდა იყო ადამიანების, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო

ტაბულა

"მტერი უნდა იყო ადამიანების, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს". – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთავრობის ფინანსურ დახმარებაზე ოპოზიციის კრიტიკას. 

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, არჩევნებამდე სამი თვით ადრე პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმა შეაჯამა და გეგმის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა. 

ვოლსკი ამბობს, რომ სოციალურ პაკეტში მთელი რიგი დახმარებებია, რომლებიც მოსყიდვად ვერ ჩაითვლება. 

"მით უმეტეს არც მთავრობა არავის არ ეკითხება, რომელ პარტიას უჭერს მხარს. შეცვლის თუ არა თავის პოლიტიკურ პოზიციებს ან, ზოგადად, რა პოლიტიკური პოზიცია შეიძლება იყოს მოცემულ სიტუაციაში". – ამბობს ვოლსკი. 

პრემიერი გიორგი გახარიაც ამტკიცებს, რომ დაანონსებული დახმარება არჩევნებს არ უკავშირდება და, მისივე სიტყვებით, მათი გაცემის დაანონსება იჩქარეს, არჩევნებს რომ არ დაკავშირებოდა.

რას ჰპირდება პრემიერმინისტრი გახარია მოსახლეობას არჩევნებამდე სამი თვით ადრე - სრულად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები