აფეთქება ბეირუთში

ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო

Reuters

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი ხუთშაბათს დაიწყო. დემონსტრანტები ლიბანის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

მოსახლეოების უკმაყოფილება არის დაკავშირებული 4 აგვისტოს მომხდარ მძლავრ აფეთქებასთან. ოფიციალური ინფორმაციით, პორტში 2 750 ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც 2013 წლის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, აფეთქება დაუდევრობისა და არაეფექტური მმართველობის შედეგია.

აფეთქების გამოძიება დაწყებულია, მისი მიზანია, დაადგინოს, იყო თუ არა გამოწვეული აფეთქება დაუდევრობით. მთავრობის განკარგულებით პორტის რამდენიმე თანამშრომელი შინაპატიმრობაში იმყოფება. ტრაგედიის შემდეგ ლიბანის პარლამენტის წევრმა მარვან ჰამადემ მანდატი დატოვა. ასევე თანამდებობიდან გადადგა ლიბანის ელჩი იორდანიაში, ტრეისი შამუნი. მან აღნიშნა, რომ ქვეყანას მმართველობის ცვლილება სჭირდებოდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პორტის საწყობში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 145 ადამიანი და დაშავდა 5000. 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს. ამონიუმის ნიტრატი სასუქის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ამავდროულად ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებაა. არსებული ვერსიით, ამონიუმის ნიტრატის აფეთქება მის სიახლოვეს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

კომენტარები