ავიაკატასტროფა ინდოეთში

ინდოეთში ავიაკატასტროფა მოხდა - გარდაიცვალა, სულ მცირე, 16 ადამიანი

The Economic Times

ინდოეთში ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 191 ადამიანი იმყოფებოდა, აეროპორტის შენობას შეეჯახა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 16 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

სულ მცირე, 37 ადამიანი, რომლებიც ავიაკატასტოფისას დაშავდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორტზე ჯამში 184 მგზავრი და 7 ბორტის წევრი იყო. მგზავრებიდან 10 ბავშვია. 

თვითმფრინავი რეისს დუბაიდან ასრულებდა.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზად უამინდობა სახელდება. 

კომენტარები