7 მითი აგვისტოს ომზე

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" – მითი აგვისტოს ომზე

2008 წლის აგვისტოს ომზე გავრცელებული ერთ-ერთი მითის მიხედვით, ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო.  

მითზე ტაბულა ესაუბრა საქართველოში ევროატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, დავით სიხარულიძეს . ის 2008 წლის ომის დროს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო. სიხარულიძის თქმით, დასკვნაში მსგავსი რამ ნახსენები არ არის და ეს მითი რუსული პროპაგანდის ნაწილია.

"ეს გახლავთ ფაქტების დამდგენი კომისია, სადაც ძალიან მკაფიოდ არის აღწერილი ის, თუ რა ინფორმაცია მისცეს მხარეებმა კომისიას. არსად მსგავსი ჩანაწერი არ არის.  

რაც შეეხება ფაქტობრივ ნაწილს - აქ საქართველომ სრულიად ითანამშრომლა ტალიავინის კომისიასთან და დოკუმენტები გადასცა - რაც საერთოდ არ გაუკეთებია რუსულ მხარეს. 

ეს რუსული დიდი პროპაგანდის ნაწილია, რომლის ამოცანაც ომის დაწყების პირველი დღიდან, 7 აგვისტოდან, იყო, რომ საქართველოზე გადმოებრალებინათ ის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს". – ამბობს დავით სიხარულიძე. 

კომენტარები