ანტონიო ბანდერასი

ანტონიო ბანდერასს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

news.sky.com

ანტონიო ბანდერასს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. ესპანელ მსახიობს დღეს 60 წელი შეუსრულდა.

"მინდოდა დღეს გამეხადა ეს საჯარო... იძულებული ვარ, ჩემი 60 წლის იუბილე კარანტინში აღვნიშნო, მას შემდეგ, რაც COVID 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე". – წერს მსახიობი ტვიტერზე.

როგორც ანტონიო ბანდერასი ამბობს, ის თავს კარგად გრძნობს, – "ჩვეულზე შედარებით დაღლილი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ რაც შეიძლება მალე გამოვკეთდები".

კომენტარები