აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა აშშ-ს 11 მოქალაქეს, მათ შორის სენატორებს სანქციები დაუწესა

CNBC

ორშაბათს ჩინეთმა აშშ-ს 11 მოქალაქეს, მათ შორის სენატორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს სანქციები დაუწესა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს სანქციები.

"აშშ-ს ქმედებები აშკარა ჩარევაა ჰონგ-კონგის საქმეებში, უხეში ჩარევაა ჩინეთის საშინაო საქმეში და სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს". – განაცხადა ჩინეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიენმა.

სანქციები შეეხო რესპუბლიკელ სენატორებს, მარკო რუბიოს, ტედ კრუზს, ტომ კოტონს, ჯოშ ჰავლის და პეტ ტუმის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრ კრის სმიტს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს, საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დენიელ ტვინინგს, Human Rights Watch-ის აღმასრულებელ დირექტორს კენეთ როსს და Freedom House-ის პრეზიდენტს მაიკლ აბრამოვიჩს, National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტს კარლ გერშმანს.

ჭაო ლიძიენის განცხადებით ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებში ეს ადამიანები აღმაშფოთებლად მოიქცნენ.

ჩინეთის ნაბიჯი პასუხია პარასკევს აშშ-ს მიერ ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის, ქალაქის 11 მაღალჩინოსნისთვის სანქციების დაწესებაზე. აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცა კერი ლამიც, ჰონგ-კონგის მთავრობის ლიდერი.

"დრაკონული ეროვნული უშიშროების კანონმდებლობის ამოქმედებამ, არამხოლოდ ძირი გამოუთხარა ჰონგ-კონგის ავტონომიას, არამედ ამან დაარღვია ჰონგ-კონგელი ხალხის უფლებები, რითაც ჩინეთის უშიშროების სამსახურს უფლება აქვს დაუსჯელად იმოქმედოს რეგიონში, ავალდებულებს "ეროვნული უშიშროების შესწავლას" ჰონგ-კონგის სკოლებში, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ქმნის ცენზურის ნიადაგს ნებისმიერ პირსა და ორგანიზაციაზე, რომელიც ჩინეთისადმი არამეგობრულია." – ვკითხულობთ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქციებით მათ აშშ-ში ნებისმიერი აქტივი ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

სანქცირებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან კონტინენტური ჩინეთის მთავარი ოფიციალური პირი ჰონგ-კონგში, ლუო ხუეინინგი და პეკინში ჰონგ-კონგისა და მაკაოს საქმეთა ოფისის ხელმძღვანელი, სია პაოლონგი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ეს ნაბიჯი "არის ნათელი მესიჯი, რომ ჰონგ-კონგის მთვარობის წარმომადგენლების საქციელი მიუღებელია" და არღვევს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპს.

კომენტარები