კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი

STR/AFP via Getty Images

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 44 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1264 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები