გიორგი შაქარაშვილის საქმე

POG: შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დევნა 5 ადამიანის მიმართ დაიწყო

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი ადამიანის მიმართ დაიწყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. 

გენერალური პროკურატურის ცნობითვე, ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. 

კომენტარები