ვიქტორია ფრაისი

მაყურებლის გამაფრთხილებელი მესიჯის შემდეგ, ჟურნალისტმა გაიგო რომ კიბო აქვს

Victoria Price

NBC-ის ახალი ამბების ჟურნალისტი, ვიქტორია ფრაისი, მაყურებლებისგან ყოველდღიურად ბევრ წერილს იღებს, სადაც მას ახალ იდეებს სთავაზობენ, აქებენ ან აკრიტიკებენ.

თუმცა, ივნისში მიღებულმა ერთ-ერთმა იმეილმა მისი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია, რადგან წერილი თემის შესავსებ ველში [Subject Line] ეწერა, სხვა ყველაფერი კი ცარიელი იყო. ვიქტორია ფრაისმა გადაწყვიტა მესიჯი თავისი შეყვარებულისთვის ეჩვენებინა.

"გამარჯობა, ახალი ამბების წაყვანის დროს გნახე. რამაც შემაშფოთა არის შეშუპება შენს კისერზე. ძალიან გთხოვ, გადაამოწმე შენი ფარისებრი ჯირკვალი. ჩემს კისერს მახსენებს, აღმოჩნდა რომ სიმსივნე მქონდა. თავს გაუფრთხილდი." – ეწერა მესიჯში.

ვიქტორია ფრაისმა მაყურებლის გაფრთხილება სერიოზულად არ მიიღო, თუმცა შეყვარებულმა მას ურჩია, რომ ექიმთან აუცილებლად წასულიყო, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში მას უჩვეულო დაღლილობას ამჩნევდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩატარებული კვლევების პასუხებმა აჩვენა, რომ ვიქტორია ფრაისს ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო ჰქონდა, რომელიც უკვე გავრცელებას იწყებდა. ექიმმა მას უთხრა, რომ დაუყოვნებლივ ოპერაცია გაეკეთებინა.

"ქალი, რომელმაც მე მომწერა, ამაზე მიმანიშნებდა. ჩემთვის საბედნიეროდ, მან ჩემთან დაკავშირება შეძლო." - თქვა ვიქტორია ფრაისმა.

27 ივლისს ტელეწამყვანმა ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა. მას ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა დასჭირდა. ამასთან ერთად, ქირურგმა ქალს 19 სიმსივნური წანაზარდიც ამოკვეთა.

კომენტარები