შსს

თბილისში ღამით არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

თბილისში 12 აგვისტოს, გვიან ღამით არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. მედიის ცნობით, შემთხვევა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

17 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 8 წლამდე. 

როგორც უწყებაში ტაბულას გვითხრეს, მოძალადე ცხელ კვალზე დააკავეს. 

კომენტარები