სამთავრობო სუბსიდია

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე უნდა ატვირთოს ბავშვის დაბადების მოწმობა.

თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე უნდა ატვირთოს მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება.

სოციალური დახმარება გაიცემა ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე. დახმარების მიღება სექტემბრიდან დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს:

  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობებს
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს
  • „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. (დამატებითი ინფორმაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505).

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 6 აგვისტოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბავშვები 17 წლის ჩათვლით 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

კომენტარები