არჩევნები2020

ჯაფარიძე: "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შევუქმნით

გირჩი

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში გირჩი ქართულ ოცნებას კოალიციას არ შეუქმნის. 

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია მსჯელობს შეთანხმებაზე, რომ ქართულ ოცნებას კოალიციას არცერთი მათგანი არ შეუქმნის.

"მაგაზე ცალკე იყო საუბარი და მაგაზე ცალკე დეკლარაცია გაკეთდება. ჩვენ, ცხადია, აქეთა ფლანგზე ვართ, ქართულ ოცნებას კოალიციას არ შევუქმნით". – ამბობს ჯაფარიძე. 

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება. ქართული ოცნებიდან ზურაბ ჯაფარიძის ოპონენტი კი - დეპუტატი გია ვოლსკი. 

რაც შეეხება დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებიდან გასვლა და 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა, თუმცა, უკუკავშირის არ არსებობის შემდეგ, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები