რეკლამა

® აჭარაბეთი თავის საპატიო ელჩს გიგა ჭიკაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს

კომპანია აჭარაბეთის საპატიო ელჩს UFC (Ultimate Fighting Championship) ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს კოვიდ 19 დაუდგინდა, ის, 30 აგვისტოს UFC-ს ოქტაგონზე ალექს კასერესთან ბრძოლას გამოტოვებს. სპორტსმენი თავს ახლა კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

"თავს კარგად ვგრძნობ. დღეს დავბრუნდი ლას ვეგასიდან კალიფორნიაში და ვიმყოფები იზოლაციაში. ძალიან გული მწყდება, რომ ის ბრძოლა, რომელსაც ძალიან დიდხანს ველოდებოდი, არ შედგება. მაგრამ მჯერა, რომ ღმერთს სხვა, უკეთესი გეგმები აქვს ჩემთვის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას" - განაცხადა კომპანიის საპატიო ელჩმა, მსოფლიო ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ.

აჭარაბეთი გუნდის სახელით მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს გიგა ჭიკაძეს.

კომენტარები