The Human Voice

ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი პროექტის ნაწყვეტი გამოქვეყნდა [VIDEO]

პედრო ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი პროექტის - მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნაწყვეტი გამოქვეყნდა.

The Human Voice-ი მადრიდში არის გადაღებული და მასში ცნობილი მსახიობი, ტილდა სვინტონი იღებს მონაწილეობას. მსახიობი ასრულებს ქალის როლს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ზარი აქვს გასაკეთებელი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი Jean Cocteau-ს მიერ 1928 წელს დაწერილ ერთნაწილიან მოქმედებას ეყრდნობა. მთავარ გმირს სურს დარეკოს შეყვარებულთან, რომელსაც სხვა ქალზე ქორწინება აქვს განზრახული.

ვიდეოში ტილდა სვინტონი წითელ კაბაში არის ჩაცმული და მოწყენილია, ფონად კი ალბერტო იგლესიესის მუსიკა გასდევს.

კომენტარები