ერაყი

ბაღდადში მდებარე მწვანე ზონაში რაკეტა ჩამოვარდა

France 24

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე მწვანე ზონაში რაკეტა ჩამოვარდა. რუსული კატიუშას ტიპის რაკეტა ცარიელ შენობას დაეცა. შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარე კვირაში ეს მეორე მსგავსი თავდასხმაა მწვანე ზონაზე. 27 აგვისტოს ამავე ტერიტორიაზე სამი რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ოფიციალური ვაშინგტონი თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს აკისრებს.

მათ მწვანე ზონაზე თავდასხმები მას შემდეგ გაახშირეს, რაც მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ს ოპერაციისას ბაღდადში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტარული ქვედანაყოფის ყუდსის მეთაური, გენერალი, ყასემ სოლეიმანი და ერაყის სამხედრო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი მოკლეს.

კომენტარები