რუსეთი

რუსეთში ცნობილ ოპოზიციონერ ბლოგერს სცემეს

იგორ ჟუკოვი
Getty Images

მოსკოვში ცნობილ ოპოზიციონერ ბლოგერს, იგორ ჟუკოვს სცემეს. პოლიციამ თავდასხმის გამოძიება დაიწყო. ჟუკოვის მხარდამჭერებმა Facebook-ზე ნაცემი ბლოგერის სურათები განათავსეს. ჟუკოვს კვირა საღამოს სახლის მახლობლად დაესხნენ თავს.

დეკემბერში 22 წლის იგორ ჟუკოვს "ექსტრემიზმის წაქეზებისთვის" ორი წლით პირობითი მსჯავრი დაენიშნა.

ჟუკოვი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აქტიურად აკრიტიკებს. ასევე, ის ერთერთ რუსულ რადიოზე პოლიტიკურ კომენტატორად მუშაობს. გასული წლის აგვისტოში იგორ ჟუკოვი მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს. 2019 წლის ივლისში საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატებს მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. აქციის მონაწილეების კომისიის ამ გადაწვეტილებას აპროტესტებდნენ.

კვირას თავდასხმამდე თავის YouTube-ის არხზე იგორ ჟუკოვმა განაცხადა, რომ პრესტიჟულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, ეკონომიკის უმაღლესმა სკოლამ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარი უთხრა, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ჟუკოვის მიღებაზე თანხმობა განუცხადა. იგორ ჟუკოვი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური აქტივობითაა გამოწვეული.

კომენტარები