ოჯახში ძალადობა

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით ბათუმში 1991 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. ჯ.ქ-ს ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში ყოფილ მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა" - აცხადებს შსს.

ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები