სექსუალური ძალადობა

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძება 137-ე მუხლით პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუპატიურებას, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

კომენტარები