კორონავირუსი საქართველოში

საკარანტინო სივრცეებში ყოფნის დრო 8 დღემდე შემცირდება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სავალდებულო კარანტინი 12-დან 8 დღემდე შემცირდება. თუმცა, თავის დასაზღვევად, სავარაუდო ინფიცირებულებს ახალ კორონავირუსზე PCR-ტესტი მე-8 დღესთან ერთად, მე-12 დღესაც ჩაუტარდებათ. 

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დღეს, 7 სექტემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"ბოლო კვლევების თანახმად, ვირუსის გამოვლენაც და გადაცემის რისკიც მე-8 დღიდან მნიშვნელოვნად მცირდება". – თქვა გიორგი გახარიამ. 

7 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 20 აჭარაში აღირიცხა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 684 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 1 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები