კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთი COVID-19 შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა

BBC

ბოლო 24 საათში ინდოეთში COVID-19-ის 90 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის შემთხვევათა საერთო რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 4 251 587 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსის 72 321 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის პარალელურად ინდოეთის ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეკონომიკის მხარდასაჭერად ამსუბუქებს.

აქტიური შემთხვევების 60%-ზე მეტი შემთხვევა ინდოეთის, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 5 ყველაზე დიდ შტატში აღირიცხა.

ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა ქვეყნის დედაქალაქ დელიშიც. დელიში კვირას COVID-19-ის 3200 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ორ თვეში ქალაქისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა ნაწილობრივ გახშირებული ტესტირებითაა განპირობებული.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ინდოეთში მკაცრი კარანტინი მარტში გამოცხადდა. ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობისთვის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება ივნისიდან დაიწყო. ივლისის დასაწყისში ქვეყანა COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობით მსოფლიოში მესამე გახდა. 

პანდემიამ და კარანტინმა ინდოეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. ბოლო სამ თვეში ინდოეთის ეკონომიკა 23.9%-ით შემცირდა. რაც 1996 წლიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანამ კვარტალური მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო, ყველაზე დიდი კრიზისია.

კომენტარები