ალექსეი ნავალნის მოწამვლა

პომპეო: სავსებით შესაძლებელია, რომ ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთის ხელისუფლება იდგეს

მაიკ პომპეო
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილიყო დაკვეთილი.

"ვფიქრობ, მსოფლიოში ხალხი ხედავს სიმართლეს ასეთი ქმედებების უკან და როდესაც ისინი ხედავენ დისიდენტის მოწამვლის მცდელობებს, ისინი ცნობენ, რომ არსებობს საფუძვლიანი შესაძლებლობა იმისა, რომ ამის უკან რუსეთი დგას" - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ნორმალური ქვეყნები ასე არ იქცევიან და ეს რუსეთს ძვირად დაუჯდება.

უთხრა ინტერვიუში მაიკ პომპეომ  ბენ შაპიროს ნავალის მოწამვლის შესახებ. შაპირომ პომპეოს ჰკითხა, იქნება თუ არა რუსეთის ხელისუფლების მიმართ რაიმე ზომები მიღებული რუსეთის ხელისუფლების ოპონენტებზე აშკარა თავდასხმების საპასუხოდ.

მაიკ პომპეოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა პასუხს გასცემს აშშ რუსეთს, თუმცა მან აღნიშნა, რომ აშშ აუცილებლად შეეცდება, შეამციროს მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკები.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთს ღიად უთხრა, რომ ევროკავშირთან ერთად ისინი ელოდებიან რუსეთის მხრიდან სათანადო მოქმედებებსა და დამნაშავეების დასჯას. 

ალექსეი ნავალნი ახლა გერმანიაში მკურნალობს. დღეს, 10 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზე. ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გერმანელმა ექიმებმა 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ ომსკის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერული აგენტთ მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალებიც.

ნატომ რუსეთს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს  შესაბამის ორგანოებს ნერვული აგენტის "ნოვიჩოკის" პროგრამის შესახებ  და გამოიძიოს მომხდარი.

ნავალნის მოწამვლა დაგმეს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა.

კომენტარები