კევინ სპეისის საქმე

მსახიობმა ენტონი რეპმა კევინ სპეისის სასამართლოში უჩივლა

People

2017 წლის ნოემბერში ენტონი რეპმა კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობმა სასამართლოში საჩივრის შეტანა გადაწყვიტა.

"კევინ სპეისიმ სექსუალურად იძალადა მისტერ რეპზე და მეორე ახალგაზრდაზე. იმ დროისთვის დაზარალებულები 14 წლის იყვნენ. მათ მიიღეს ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელსაც დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოჰყვა". – ამბობს რეპის ადვოკატი.

სპეისის წინააღმდეგ პირველად სწორედ რეპი ალაპარაკდა. შემდგომში სპეისი სექსუალურ ძალადობაში კიდევ რამდენიმე ადამიანმა ამხილა. სასამართლომდე მხოლოდ ერთი საქმე მივიდა, სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ ცნო. მიუხედავად ამისა სპეისის კინოკარიერა დაინგრა, იგი დაითხოვეს House of Cards-ის და All The Money In The World-ის გადაღებებიდან.

 

კომენტარები