ამერიკის ღია პირველობა 2020

22 წლის ნაომი ოსაკა ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა

CBSSPORT

22 წლის ნაომი ოსაკამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში ვიქტორია აზარენკა დაამარცხა და მესამე დიდი სლემის მფლობელი გახდა.

ნაომი ოსაკამ მოწინააღმდეგე სამ სეტში - 1-6; 6-3; 6-3 - დაამარცხა.

"აღარ მინდა შენთან ფინალში დაპირისპირება. ეს ჩემთვის გართობა არ ყოფილა, რთული თამაში იყო". – უთხრა ოსაკამ აზარენკას.

გარდა ამისა, მან ვიქტორია აზარენკას მადლობა გადაუხადა.

"ეს ჩემთვის შთამაგონებელი იყო, რადგან მე ბავშვობაში შენს თამაშს ვუყურებდი. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მადლობა".

ნაომი ოსაკამ პირველი დიდი სლემი 2018 წელს მოიპოვა, როდესაც ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა.

კომენტარები