ალექსეი ნავალის მოწავმვლა

ალექსეი ნავალნი გამოჯამრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

0 კომენტარი
ალექსეი ნავალნი ფოტო: ABC News

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ამჟამად ბერლინში მკურნალობს, გერმანელ პროკურორს მოწამვლაზე ესაუბრა და განცხადა, რომ გამოჯანმრთელებისთანავე რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.

"ის [ნავალნი] არ აპირებს გერმანიაში გადასახლებაში ყოფნას. მას სურს, დაბრუნდეს რუსეთში და გააგრძელოს თავისი მისია". – განაცხადა პროკურორმა.

ამჟამად ნავალნი გერმანიის საავამდყოფოში პოლიციის დაცვის ქვეშ რჩება. გერმანელ პროკურორთან თავის საუბარში მან უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე, ნავალნის მოწამვლის საქმეზე ჩატარებულიყო გერმანიისა და რუსეთის საერთო გამოძიება. 

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლა შვედეთის და საფრანგეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს.

ალექსეი ნავალნი მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზენავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გერმანელმა ექიმებმა 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა. თავდაპირველად მას რუსი ექიმები ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერული აგენტთ მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალებიც.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილიყო დაკვეთილი. ნატომ რუსეთს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს  შესაბამის ორგანოებს ნერვული აგენტის ნოვიჩოკის პროგრამის შესახებ  და გამოიძიოს მომხდარი. ნავალნის მოწამვლა დაგმეს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა.

რუსეთი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები