არჩევნები 2020

კონსერვატორებმა მაჟორიტარი კანდიდატი 7 ოლქში წარადგინეს

ტაბულა

საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 7-ში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის თქმით, "ეს არის შემთხვევა, როდესაც 7 = 30-ს".

კონსერვატიულმა პარტიამ ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხათუნა საგინაშვილი, ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში თეა ერგემლიძე, ბათუმის საარჩევნო ოლქში ნატალია ძიძიგური, სამტრედიის, ხონის, ვანის, და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში კობა ძიძიგური, ხობის, ფოთის და სენაკის ოლქში თემურ წურწუმია, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გია ბენიძე და ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გიორგი მორგოშია წარადგინა.

კომენტარები