ეკონომიკა

წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,8 მილიარდი დოლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკი აგვისტოს მაკროეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. სხვა მონაცემებთან ერთად, ანგარიში შეიცავს ქვეყანაში შემოსული ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალსაც. 

ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა თითქმის სრულად, 95,4%-ით შემცირდა, რაც ასევე, აისახა სექტორიდან მიღებულ შემოსავალზეც. ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 14.8 მილიონი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 96,4%-ით ნაკლებია. 

ამგვარად, მიმდინარე წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ სულ 483,4 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 80%-ით ნაკლებია. შედარებისთვის გასული წლის პირველ რვა თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, კლების მოცულობა დაახლოებით, 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ტურისტული სექტორიდან მიღებული შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2019 წლის, იანვარი - $164,5 მლნ;  2020 წელი - $193,4 მლნ;
  • 2019 წლის თებერვალი - $169,2 მლნ; 2020 წელი- $160.5 მლნ;
  • 2019 წლის მარტი - $244,7 მლნ;     2020 წელი - $73,8 მლნ;
  • 2019 წლის აპრილი - $267,2 მლნ;    2020 წელი - $8.5 მლნ; 
  • 2019 წლის მაისი - $270,4 მლნ;      2020 წელი - $9,1 მლნ;
  • 2019 წლის ივნისი - $340 მლნ;       2020 წელი - $11.2 მლნ;
  • 2019 წლის ივლისი - $395,4 მლნ;   2020 წელი - $12,1 მლნ;
  • 2019 წლის აგვისტო - $412,8 მლნ;  2020 წელი - $14.8 მლნ;

კომენტარები