არჩევნები 2020

ზურაბ ჯაფარიძე ელენე ხოშტარიას პროგრამის წარდგენაზე მივიდა

0 კომენტარი

გირჩის ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას პროგრამის წარდგენაზე მივიდა. 

"აქ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვარ, ელენეს აქვს შეხვედრა. მე ელენეს საჯაროდ გამოვუცხადე მხარდაჭერა. ვაკე არის უბანი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.  

მხარდაჭერა იმიტომ გამოვუცხადე, რომ, ჩემი აზრით, ელენეს აქვს ერთი თვისება, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დეფიციტშია - გულწრფელობა. გულწრფელობა არა ზოგადად, არამედ გულწრფელი ინტერესი და მოტივაცია, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ არ მოსწონს და გულწრფელად უნდა ამის შეცვლა." - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

ელენე ხოშტარია ვაკის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატია. 15 სექტებერს გამოქვეყნებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 39% ამბობს, რომ არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ხმას ელენე ხოშტარიას მისცემდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები