ავტოსაგზაო შემთხვევა

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები