ფეხბურთი

2:1 - თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამო ევროპა ლიგიდან გააგდო

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამო დაამარცხა ანგარიშით 2:1. 

ამგვარად, ქართული კლუბი ტურნირის მესამე საკვალიფაკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას, ხოლო რუსეთის დედაქალაქის გუნდი ტურნირს გამოეთიშა. მატჩში ანგარიში 54-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლით გაიხსნა, მეორე გოლი კი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა 78-ე წუთზე. 

 

კომენტარები