ნარკოდანაშაული

შსს: თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, ისინი ჰეროინს და მეტადონს ყიდდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე საკონტროლოდ იყიდეს ბრალდებულებისგან ჰეროინი და მეტადონი, რაც ფარულად ჩაიწერეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - ჰეროინი და მეტადონი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები