მსახიობი სემუელ ლ. ჯექსონი ამერიკის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
გასულ კვირას ჯექსონი 2500 თაყვანისმცემელს წინაასარჩევნო რეგისტრაციის სანაცვლოდ 15 ენაზე გინების სწავლებას დაჰპირდა.
მოგვიანებით მსახიობმა პირობა შეასრულა:
"ჩემს მოლოდინს გადააჭრბეთ. დაპირებული გინების რამდენიმე გზა. 3 ნოემბერს ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ". - წერს მსახიობი.