რუსი და ბელარუსი მომღერლები

რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდამჭერი სიმღერა ჩაწერეს

რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი სიმღერა და კლიპი ჩაწერეს. კლიპში მონაწილეობა მიიღეს რუსული ესტრადის ვარსკვლავებმა ფილიპ კირკოროვმა, ნიკოლაი ბასკოვმა, ანიტა ცოიმ, დიანა ღურწკაიამ, დენის მაიდონოვმა და სხვებმა.

ბელარუსი მომღერლებიდან კლიპში მონაწილეობენ ალექსანდრ სოლოდუხა, ალიონა ლანსკაია, დები გრუზდევები და რუსლან ალეხნო

ბელარუსულმა ჯგუფმა "Аура"-მ თავის Youtube-ის არხზე გაავრცელა კლიპი სახელწოდებით "არტისტები მშვიდობისთვის - რაც უყვართ, არ თმობენ".

სიმღერაში ლუკაშენკო სახელით ნახსენები არ არის, მაგრამ სიმღერას "რაც უყვართ, არ თმობენ" ჰქვია. ამ სიტყვებით ლუკაშენკომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბელარუსი მოიხსენია.

“ჩვენს უკან დღეს ბელარუსია, სუფთა და ნათელი, გულწრფელი და ლამაზი, შრომისმოყვარე და ცოტათი გულუბრყვილო, ცოტათი დაუცველი - მაგრამ ის ჩვენია, ის გვიყვარს და რაც უყვართ, არ თმობენ” - თქვა ლუკაშენკომ ერთ-ერთი სიტყვის გამოსვლის დროს.

"აქ არის ჩემი ცა, ჩემი სახლი, ჩემი გული,

აქ ყველაფერი მშობლიური და ახლოა ბავშობიდან

ჩემი მიწა მთელი სულით მიყვარს,

აქ ვცხოვრობთ, აქ იცხოვრებენ ჩვენი შვლები

მშვიდობაში, სიყვარულში და ერთად

უბრალოდ იცოდე -  რაც უყვართ, არ თმობენ!" - მღერიან რუსი და ბელარუსი არტისტები.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=213&v=BUhb-ZNsazA&feature=emb_title]

კომენტარები