ლარის გაუფასურება

ლარი ისევ გაუფასურდა - დოლართან 2.5 თეთრით, ევროსთან - 4.5 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2.54 თეთრით, ხოლო ევროსთან - 4.54 თეთრით გაუფასურდა.

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2140 ლარია, ერთი ევროსი - 3.8057 ლარი. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 3.25 ლარზე მეტი ღირს, 1 ევრო კი - 3.85 - 3.88 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ლარის დევალვაციის ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ ბოლო ერთ კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, ჯამურად კი, მიმდინარე წელს - 420 მილიონი დოლარი. 

კომენტარები