მესტიის მუნიციპალიტეტში შუახნის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თანასოფლელმა ესროლა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108 და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.