დაჭრა რაგბის კავშირში

მორაგბის დაჭრის ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, სარაგბო კლუბ "იუნკერების" მოთამაშის და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ბ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რ.ხ.-ს ფეხის არეში  ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია". – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერაბ ბესელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. 

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს დაჭრეს. ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია იმავე დღეს დააკავეს.

რას ყვება დაჭრილი მორაგბე – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები