მკვლელობა კასპში

კასპში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრეს 

კასპში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.

კომენტარები