IPSOS-ის კვლევა

Ipsos: მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს - "ოცნება" - 25%, ენმ - 15.5%, ევროპელები - 5%

მთავარი

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ქართულ ოცნებას ასახელებს, 15.5% ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს კი 5%. 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3.0% სტრატეგია აღმაშენებელს მისცემდა ხმას, ასევე 3.0% ლეიბორისტულ პარტიას, 3.0% პატრიოტთა ალიანსს, გირჩს 2.5%, ერთიან საქართველოს 2.5%, ლელოს 2.0%, მოქალაქეებს 1.5%, თავისუფალ საქართველოს 1.0%, სხვა პარტიებს 3.0%. 

რომელ პარტიას მისცემდა ხმას, არ იცის გამოკითხულთა 19%-მა, კითხვაზე პასუხის გაცემაზე კი 14% ამბობს უარს. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია. 

კომენტარები