კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Harvard Health

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 695 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 534 პაციენტი და გარდაიცვალა – 20.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები