კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: მე-20 გარდაცვლილი პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია

კადრი ფორმულას ვიდეოდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი, 60 წლის ქალია. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ გარდაცვლილ ქალთან ერთად, აფხაზეთიდან კიდევ სამი პაციენტი გადმოიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც ასევე კრიტიკულად მძიმეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19 კიდევ 193 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 53 იმერეთში, ხოლო 31 - თბილისში.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 695 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 534 პაციენტი და გარდაიცვალა – 20. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები