სტივ მაკქუინი ანტოლოგიურ მინისერიალზე, Small Axe-ზე მუშაობს. ქსელში პროექტის ტრეილერი გამოჩნდა.
სერიალი 5 სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგება და 60-80 წლებში შავკანიანი ბრიტანელების ცხოვრებას ასახავს.
პროექტში მთავარ როლებს ჯონ ბოიეგა, ლეტიშია რაითი და მაიკ უორდი ასრულებენ.
Small Axe-ის პირველი და მეორე ნაწილები კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. სერიალი სტრიმინგ სერვისზე, Amazon-ზე გამოვა.